ონლაინ დახმარება

Airfel-ის ექსკლუზიური პრეზენტაცია

ამა წლის 14 აგვისტოს "თერმო ცენტრმა" მოიპოვა გათბობის სისტემებში წამყვანი ბრენდის " airfel "-ის ექსკლუზიური დილერის სერთიფიკატი. ამიერიდან მომხმარებელს მხოლოდ ჩვენს ქსელში შეუძლია შეიძინოს აღნიშნული ბრენდის გათბობის ქვაბები, პანელური რადიატორები და საშრობები საბითუმო ფასებში.
სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ''airfel'' - ის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს, სადაც ცენტრალურ გათბობის სფეროში მომუშავე ხელოსნებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ბრენდის პროდუქციის ხარისხთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით.
კომპანია “airfel”-ი   “Daikin group”-ის ბრენდია, რომლის ისტორიაც 1978 წლიდან იღებს სათავეს.
აქვს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სფეროებში. აწარმოებს გათბობის ქვაბებს, პანელურ რადიატორებს და კონდიციონერებს.
დღეის მონაცემებით  კომპანიას მსოფლო მაშტაბით
ჰყავს 170 დილერი  და  500 -მდე გაყიდვების ობიექტი.

'' airfel ''-ის გამოცდილი ექსპერტთა ჯგუფი გამუდმებით მუშაობს იმასთან დაკავშირებით რომ  მომხმარებელს შესთავაზოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული პროდუქცია.

''airfel'' -ის პროდუქციის მომხმარებელი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს კონკურენტ ფირმის მომხმარებელს.
ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან,მარტივ და კომფორტულ მომსახურებას.
კომპანია მსოფლიო ბაზარზე იზრდება და ვითარდება როგორც ლიდერი კომპანია. ინარჩუნებს მომსახურების მაღალი ხარისხის დონეს.