×
მეტალოპლასტმასის მილი და ფიტინგი გათბობა   მილები   ფიტინგები   კონდიცირება ვენტილაცია   წყლის გამაცხელებელი   მზის ელექტრო პანელები და აქსესუარები სახანძრო სისტემები ტუმბოები   გაზის მილები და ფიტინგები   სანტექნიკა   ქიმიკატები წყლის მრიცხველები ვიეგა . Viega   ხელსაწყოები სამშენებლო სარემონტო მასალები   დამცავი არმატურა   საკონტროლო მზომავი მასალები   იატაკის კონვექტორი   თბილი იატაკი   საიზოლაციო მასალები   AUX კომერციული კონდიცირება    
რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გათბობის ქვაბის შეძენამდე

თანამდროვე რეალობაში,  გათბობის სისტემა საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. სახლის სრულყოფილი  გათბობა და კომფორტი ზამთრის ცივ დღეებში მეტწილად გათბობის ქვაბზე გახლავთ დამოკიდებული. არსებობს რამოდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ. 

დღევანდელ ბლოგში, სრულყოფილად განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც მომხმარებლებმა გათბობის ქვაბების შეძენამდე უნდა გაითვალისწინონ. 


განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები
და საჭიროებები

პირველი, რასაც გათბობის ქვაბის შეძენამდე უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის საჭიროებების განსაზღვრა და მათზე მორგებული ტიპის გათბობის ქვაბის შერჩევა. არსებობს ორი ტიპის ქვაბი: 


სტანდარტული
ტიპი

სტანდარტული  მუშაობის პრინციპის მქონე გათბობის ქვაბები ყველაზე მეტად არის გავრცელებული,  რაც განპირობებულია მისი ხელმისაწვდომი ფასით, მარტივი ექსპლუატაციით და ნაკლები სერვისის ხარჯით. 

მას გააჩნია როგორც რადიატორების გათბობის, ასევე სამომხმარებლო ცხელი წყლის მიწოდების ფუნქცია. მისი მარგიქმედების კოეფიციენტი შეადგენს  90-93%-.


კონდენსაციური
ტიპი

კონდენსაციური ტიპი,  ტრადიციულისაგან განსხვავებით ახდენს ჰაერისა და ბუნებრივი აირის ოპტიმალურ შერევას. თბომცვლელის დიზაინი და მოდულირებადი ვენტილატორი კი საშუალებას იძლევა,  ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, დაიზოგოს გაზის ხარჯი ტრადიციულთან შედარებით 10-დან 30%-ამდე შეღავათით. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 103-110% და სტანდარტულთან  შედარებით ნაკლებად აბინძურებს ნამწვით გარემოს. კონდენსაციურ ქვაბს გააჩნია, როგორც რადიატორების გათბობის ასევე სამომხმარებლო ცხელი წყლის მიწოდების ფუნქცია.  მაქსიმალური ეფექტისათვის გასათვალისწინებელია რომ კონდესაციური ქვაბის შეძენის შემთხვევაში, სტანდარტული ქვაბისგან განსხვავებით გათბობის რადიატორები 10-15%-ით მეტი თბოგამოცემის სიმძლავრით უნდა იქნას შერჩეული .

 

სწორად შეაფასეთ ეფექტურობა

გათბობის ქვაბის შეძენამდე, აუცილებლად გაეცანით მის მახასიათებლებს და სწორად შეაფასეთ ეფექტურობა. თუ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა კონკრეტული მოდელის შესაფასებლად, გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის პირთან, რათა სრულიად დარწმუნდეთ თქვენი შენაძენის სისწორეში. 

გაითვალისწინეთ სიმძლავრე

იმისთვის რომ, გათბობის ქვაბმა გამართულად იმუშაოს და სახლის გათბობის მხრივ სასურველი შედეგი მოგცეთ, სწორად უნდა შეარჩიოთ მისი სიმძლავრე. ზოგადი სტანდარტის მიხედვით 100 კვ.მ ფართობის მქონე მაღალი სტანდარტით დათბუნებულ ბინას მინიმუმ 10 კილოვატი სიმძლავრე ესაჭიროება, მაგრამ საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გასათბობი ფართის თბოდანაკარგების გათვალისწინებით და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გათვალისიწნებით, ხშირად უფრო პატარა ზომის ბინებისთვისაც ყიდულობენ მაღალი სიმძლავრის გათბობის ქვაბებს, როგორიცაა, მაგალითად 18 ან 24 კილოვატი. აღნიშნული სიმძლავრის ქვაბი, შეფერხების გარეშე იძლევა ცხელ წყალს წელიწადის ნებისმიერი სეზონის განმავლობაში და უზრუნველყოფს ფართის სრულყოფილ გათბობას.

შეაფასეთ ღირებულება

გათბობის ქვაბის ღირებულება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც  ადამიანების უმეტესობა ხელმძღვანელობს. ღირებულება მოიცავს როგორც, უშუალოდ პროდუქტის ფასს, ასევე მისი დამონტაჟებისა და შენახვის ხარჯებს. ქვაბის და მთლიანი გათბობის სისტემის მონტაჟის ხარჯები დამოკიდებულია უშუალოდ მოდელზე, ფართობსა და დამონტაჟების სირთულეზე. რაც შეეხება შენახვის ხარჯებს, მათში უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის მოსალოდნელი გართულება, როგორიცაა შეკეთების ხარჯები, რაც პერიოდულად შეიძლება გახდებეს საჭირო. 

მოიძიეთ ინფორმაცია ბრენდზე

სანამ, ახალი გათბობის ქვაბის ყიდვას დააპირებთ, კარგად გაეცანით ბრენდს და დარწმუნდით, რომ ენდობით მას. სანდო ბრენდი არა მარტო ხარისხიან პროდუქციას ყიდის, არამედ უზრუნველყოფს დაცულობის შეგრძნებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, აღმოფხვრას პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები ყიდვის შემდგომ. წინასწარ გაეცანით ბრენდს და დარწმუნდით, რომ კმაყოფილი მომხმარებლები ჰყავს. ამისთვის კი ძველი მომხმარებლის შეფასებების წაკითხვა ინტერნეტში შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. ყურადღება მიაქციეთ კომპანიის სხვა ასპექტებსაც, მაგალითად:  მომხმარებელთან ურთიერთობას, ყიდვის შემდგომ მხარდაჭერას და სხვა. 

შეჯამება

თერმოცენტრი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოებისა (მათ შორის, თურქული და იტალიური გათბობის ქვაბებს) და სტანდარტის მიხედვით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის ცენტრალური გათბობის ქვაბებს, კედლისა და დასადგამ ელექტრო ქვაბებს, დიზელსა და გაზზე მომუშავე დასადგამ ქვაბებს, მყარ საწვავზე მომუშავე ქვაბებს. თითოეული მოდელი გამოირჩევა, როგორც უსაფრთხოების საიმედო სისტემით და თვითდიაგნოსტიკის ფუნქციით, ასევე თანამედროვე დიზაინით. 

 

თერმოცენტრის გათბობის ქვაბები ინტეგრირდება იატაკის გათბობის სისტემასთან და ოთახის თერმოსტატთან.