×
მეტალოპლასტმასის მილი და ფიტინგი გათბობა   მილები   ფიტინგები   კონდიცირება ვენტილაცია   წყლის გამაცხელებელი   მზის ელექტრო პანელები და აქსესუარები სახანძრო სისტემები ტუმბოები   გაზის მილები და ფიტინგები   სანტექნიკა   ქიმიკატები წყლის მრიცხველები სათადარიგო ნაწილები   ვიეგა . Viega   ხელსაწყოები სამშენებლო სარემონტო მასალები   დამცავი არმატურა   საკონტროლო მზომავი მასალები   იატაკის კონვექტორი   თბილი იატაკი   საიზოლაციო მასალები   AUX კომერციული კონდიცირება  
რა უნდა ვიცოდეთ გათბობის სისტემებზე?

გათბობის სისტემა ყველა სახლის განუყოფელი ნაწილია. რომ არა ის, ზამთრის ცივი დღეების გადატანა შეუძლებელი იქნებოდა. დღევანდელ ბლოგში მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას გათბობის სისტემებზე და ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გათბობის სისტემის ტიპები, მათი მუშაობის პრინციპები, კონკრეტული სისტემების დადებითი და უარყოფითი მხარეები, და ბოლოს, დაგეხმარებით თქვენთვის შესაფერისი სისტემის არჩევაში. 


რა არის ცენტრალური გათბობის სისტემა?

ცენტრალური გათბობა გათბობის ისეთი სისტემაა, რომელსაც ერთდროულად შენობის ან სახლის რამდენიმე ოთახის
თანაბრად გათბობა შეუძლია. სწორედ ამით უპირისპირდება ის გათბობის სხვა, ცალკეულ საშუალებებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ წერტილს ათბობს. როგორც წესი, ცენტრალური გათბობის სისტემა ბუნებრივ გაზზე, პროპანსა და ელექტროენერგიაზე მუშაობს. 


როგორ მუშაობს ცენტრალური გათბობის სისტემა?

ცენტრალური გათბობის მუშაობის მექანიზმი ყველასთვის ნათელი არ არის, ამიტომ შევხედოთ, როგორ მიმდინარეობს გათბობის პროცესი. ცენტრალური გათბობის სისტემა ათბობს წყალს ან აირს სისტემის ცენტრში, რის შემდეგაც მიღებულ სითბოს მთელი შენობის პერიმეტრზე გადაანაწილებს სადინარი ან სავინტილაციო მილების საშუალებით. სითბოს წყარო შეიძლება იყოს ღუმელი, ქურა ან სითბური მანქანა. სითბოს წყარო სისტემის ტიპზეა დამოკიდებული. 


ცენტრალური გათბობის სისტემის კომპონენტები

ცენტრალური გათბობის სისტემა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება: 

  • სითბოს წყარო (ღუმელი, ქურა ან სითბური მანქანა);
  • სადინარი, სავენტილაციო მილები
  • თერმოსტატი
  • რადიატორი 
  • რეზერვუარი
  • სითბოს გადატანის ტუმბო
  • წნევის გამომთავისუფლებელი სარქველი
  • ჰაერის ვენტილაცია
  • მართვის პულტი


ცენტრალური გათბობის სისტემის სხვადასხვა ტიპები

ცენტრალური გათბობის სისტემის რამდენიმე ტიპი არსებობს, თითოეულს კი თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს. გავეცნოთ ოთხ ძირითად ტიპს: 


ხელოვნური ვენტილაციის სისტემა

ხელოვნური ვენტილაციის სისტემები ჰაერის გასათბობად ღუმელს იყენებს, საიდანაც სითბო მთელ სახლში ნაწილდება სადინარების გავლით. ამ ტიპის სისტემა ცენტრალური გათბობის სისტემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ის და ბუნებრივი აირით, პროპანით ან ელექტროენერგიით იკვებება.


გამოსხივებაზე მომუშავე სისტემა

გამოსხივებაზე მომუშავე სისტემა სითბოს წყაროდ იყენებს ე.წ. ქვაბს. ქვაბში შექმნილი სითბო ცირკულირდება იატაკქვეშა და კედლებს უკან დაყენებულ მილებში. ამ ტიპის სისტემის გამორჩეული მახასიათებელია მისი ენერგოეფექტურობა. 


ჰიდრონიკული სისტემა

ჰიდრონიკული სისტემა, წინა შემთხვევის მსგავსად, წყლის გასათბობად ქვაბს იყენებს, რის შემდეგაც სითბო რადიატორების საშუალებით ნაწილდება ოთახებში. ამ ტიპის სისტემა შედარებით ძვირია, თუმცა მაღალი ენერგოეფექტურობით და კომფორტულობით გამოირჩევა.


ორთქლზე მომუშავე სისტემა

ორთქლზე მომუშავე სისტემაც გათბობის ქვაბის საშუალებით ათბობს წყალს, რომელსაც შემდეგ ორთქლად გარდაქმნის. მიღებული ორთქლი ცირკულირებს იატაკის ქვეშ ან კედლებს მიღმა დამონტაჟებულ მილებში, რაც მთელი ფართობის გათბობას უზრუნველყოფს. ჰიდრონიკულის მსგავსად, ასეთი ტიპის სისტემაც შედარებით ძვირია. ორთქლზე მომუშავე გათბობის სისტემა იკვებება ბუნებრივი აირით, პროპანით ან ელექტროენერგიით.


ცენტრალური გათბობის სისტემის უპირატესობები

ადამიანთა უმეტესობა საკუთარი სახლის გასათბობად ცენტრალურ გათბობას ირჩევს, რაც სისტემის მთელი რიგი უპირატესობებით აიხსნება. 

  • სისტემა ერთი ცენტრალური წყაროდან მთელ ფართობს გადასცემს სითბოს;

  • ფუნქციონირებს ბუნებრივი აირისა და ელექტორო ენერგიის საშუალებით.

  • იძლევა ტემპერატურის გაკონტროლების საშუალებას

  • საჰაერო ფილტრების საშუალებით ინარჩუნებს ჰაერის მაღალ ხარისხს დახურულ სივრცეში

  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება სწორი დამონტაჟების და რეგულარული შემოწმების შედეგად სრულიად უსაფრთხოა


ცენტრალური გათბობის სისტემის პრობლემები

როგორც ვნახეთ, ცენტრალური გათბობის სისტემას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს გათბობის სხვა საშუალებებთან შედარებით, თუმცა სამართლიანი იქნება, თუ სისტემასთან დაკავშირებულ რამდენიმე გავრცელებულ პრობლემასაც აღვნიშნავთ:

  • სითბოს არათანაბარი განაწილება

  • უჩვეულო ხმები

  • შედარებით მაღალი გადასახადი 

კარგი ამბავია ის, რომ ამ პრობლემების თავიდან აცილება ყველას შეუძლია. ამისთვის კი ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებამდე რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.


რა უნდა გაითვალისწინოთ გათბობის სისტემის შერჩევისას?

ცენტრალური გათბობის სისტემის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს: 

  • სახლის ზომა

  • კლიმატური მდგომარეობა

  • ბიუჯეტი

თუ ზედმიწევნით განსაზღვრავთ თქვენს გეგმებს და სისტემის დამონტაჟების შემდეგ რეგულარულად დარწმუნდებით მის გამართულობაში, ცენტრალური გათბობა წლების განმავლობაში იქნება თქვენი სახლის განუყოფელი ნაწილი. 


საბოლოო კომენტარი

როგორც ვნახეთ, ცენტრალური გათბობის სისტემა საუკეთესო საშუალებაა სახლში სითბოსა და კომფორტის შესაქმნელად ცივი თვეების განმავლობაში. გავეცანით სისტემის ტიპებს, მათ უპირატესობებს, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს. თუ პროფესიონალების რჩევებს ზედმიწევნით გაითვალისწინებთ და წინასწარ განსაზღვრავთ თქვენს საჭიროებებს, ცენტრალური გათბობის სისტემის შერჩევა და დამონტაჟება მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ.