ცენტრალური გათბობის ქვაბი თითოეული სახლისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. თუმცა ყველა სიკეთესთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვაბის მუშაობა გარკვეულ გარემოებებზე არის გადაჯაჭვული, შესაბამისად, ყიდვის დღიდან ცხოვრების ბოლომდე შეიძლება ერთნაირად ეფექტურად ვერ იმუშაოს.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ დროა, თქვენი გათბობის ქვაბი გამოცვალოთ. ყურადღებით გაეცანით თითოეულ მათგანს. ამ გზით პრობლემის გაჩენისთანავე შეძლებთ თადარიგი დაიჭიროთ და ახალი ქვაბის შეძენა დაგეგმოთ.
პირველი ფაქტორი, რაც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გათბობის ქვაბის მუშაობაზე, გამოყენების დროა. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ყველა სხვა მოწყობილობა, ქვაბი ისე ეფექტურად აღარ მუშაობს, როგორც დასაწყისში. უფრო ხშირად უჩნდება სხვადასხვა ტიპის ხარვეზები, ზოგჯერ კი ითიშება კიდეც. მართალია, ზოგიერთი ქვაბისთვის რეგულარული მოვლა, გაწმენდა და ხარვეზების დროულად გამოსწორება საკმარისია, მაგრამ, როგორც წესი, საშუალო გათბობის ქვაბის გამოყენების პერიოდი 15-20 წელია. ამიტომ, როგორც კი ამ ნიშნულს მიუახლოვდებით, კარგი იქნება, თუ ახალი ქვაბის ყიდვაზე დაიწყებთ ფიქრს.
თანამედროვე გათბობის ქვაბები ეკონომიური და კომფორტულია. სწორედ ეს ორი დეტალია გადამწყვეტი სახლის გათბობისთვის. ძველი ქვაბები, მით უმეტეს, ისეთები, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებამდე შეიქმნა, დღეს პრობლემურად მუშაობს. ყველაზე აშკარა გამოვლინება სახლში არასაკმარისი სითბოა. მოძველებული ტექნოლოგიებით შექმნილ გათბობის ქვაბს თუ ახლით გამოცვლით, კომუნალურ ხარჯებსაც დაზოგავთ და გამონაბოლქვის რაოდენობის შემცირებით ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასაც გაიზიარებთ.
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამდენი ადამიანი აკეთებს არჩევანს ცენტრალური გათბობის სისტემაზე, უსაფრთხოების გარანტიაა. მართლაც, შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც თბილ სახლში კომფორტულად გვეცხოვრა, თუ არ გვეცოდინებოდა, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და მოულოდნელი სიურპრიზებისგან მაქსიმალურად ვართ დაზღვეული. მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ დროთა განმავლობაში, როცა გათბობის ქვაბი მისი გამოყენების რეკომენდირებულ პერიოდს უახლოვდება, შეიძლება, გარკვეული პრობლემები გამოვლინდეს უსაფრთხოების კუთხითაც.
ნებისმიერი მცირე ხარვეზის შემთხვევაშიც კი, არ ღირს გარისკვა და კომპრომისზე წასვლა. იზრუნეთ თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე და დროულად გამოცვალეთ გათბობის ქვაბი.
დაიმახსოვრეთ, თუ თქვენი გათბობის სისტემა თუნდაც სულ მცირე ხარვეზებით მუშაობს, აუცილებლად უნდა მიმართოთ კომპეტენტურ პირს. ხელოსანი დაგაკვალიანებთ და გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარებათ.
თუ ახალი გათბობის ქვაბის შეძენას დააპირებთ, ეწვიეთ თერმოცენტრს და შეიძინეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის გათბობის ქვაბი. შეძენამდე კი გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც გირჩევთ, რა უნდა გაითვალისწინოთ გათბობის ქვაბის შეძენამდე.