შპს თერმო ცენტრი
(ინფორმაცია კომპანიის მომხმარებლებს)
კომპანიის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია
შპს თერმო ცენტრი (ს/კ 404872401)
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, შალვა გოგიძის ქ. N6
ფაქტობრივი მისამართი (მთავარი ოფისი) : ქ. თბილისი აკაკი ბელიაშვილის ქ. N145ა
ელექტონული ფოსტა: info@thermocenter.ge
Tel: +995 32 245 33 44, კომპანიის ცხელი ხაზი: *3344
შპს თერმო ცენტრში წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია კომპანიის მაღაზიებიდან:
1. ოფისი და მაღაზია თბილისი: ბელიაშვილის 145ა (სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00 - 18:00 კვირა 10:00 - 16:00)
2. „ელიავა ცენტრი“ მაღაზია 7 (სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00 - 18:00 კვირა 09:00 - 16:00)
3. მაღაზია „ჰავა“ ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N140 (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00 შაბათი-კვირა 10:00 - 18:00
4. ქ.ბათუმი: ჟიული შარტავას 23 (სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00)
5. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 81 (სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 შაბათი: 10:00 – 14:00)
6. ზუგდიდი: თბილისის 6 (სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 შაბათი 10:00 - 14:00)
კომპანიაში შეძენილი პროდუქციის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კომპანიის ცხელი ხაზით *3344
გარანტია
საგარანტიო პირობები პროდუქციაზე, რომელსაც მოყვება საგარანტიო ტალონი, ვრცელდება მწარმოებლის ან კომპანიის საგარანტიო პირობები;
ტალონს, დაწვრილებით აღწერილი საგარანტიო პირობებით, მიიღებთ შეძენილ პროდუქციასთან ერთად;
საგარანტიო ბარათის პირობები:
წინამდებარე საგარანტიო ტალონი განსაზღვრავს პირობებს, რის მიხედვითაც მის მფლობელს გაეწევა საგარანტიო მომსახურება შეძენილ საქონელზე (კომერციული გარანტია). ამავდროულად იგი წარმოადგენს მხარეთა შორის ხელშეკრულებას.
კომერციული გარანტია არ ზღუდავს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მომხმარებლისთვის დადგენილ უფლებებს.
საგარანტიო ვადის ათვლა იწყება შეძენის დღიდან.
საგარანტიო მომსახურება იწარმოება საგარანტიო ტალონის წარმოდგენის პირობით. დაკარგული საგარანტიო ტალონის აღდგენა არ ხდება, თუ სხვაგვარად შეუძლებელია შეძენილი ნივთის იდენტიფიცირება.
საგარანტიო პერიოდში მყიდველს უფლება აქვს დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს შეძენილ ნაკეთობაში გამოვლენილი დეფექტის/გაუმართაობის აღმოფხვრა (შეკეთება), ხოლო შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში ნაკეთობის შეცვლა იდენტური ან (თუ იგივე ნაკეთობა მარაგში არ არის) ანალოგიური პროდუქციით.
შენიშვნა:
· შეკეთებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც ნაკეთობა საჭიროებს რეგულირებას/მოდულაციას და არ ხდება ნაკეთობის დეტალის გამოცვლა.
· ნაკეთობის ანალოგიური პროდუქციით შეცვლისას მხედველობაში მიიღება შესაცვლელი ნაკეთობის ექსპლუატაციის პერიოდი, საგარანტიო ვადისა და ნარჩენი ღირებულების თვალსაზრისით.
გარანტია არ ვრცელდება:
· სამონტაჟო მასალებზე, აქსესუარებსა და გალვანურ ელემენტებზე, შეზღუდული რესურსის მქონე ნაწილებზე, როგორიცაა ფილტრი, ნათურა, პულტი, ელემენტი და ა.შ
· ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნაკეთობის კარკასის ფერის შეცვლაზე (გახუნება) მეტალის კოროზიაზე, ასევე გარე საღებავისა და ემალის დაფარვაზე.
ნაკეთობის კომერციული დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში (კაფე, რესტორანი, საწარმო, სასტუმრო ა. შ ) გარანტია შეადგენს 3 თვეს.
თუ სპეციალისტის ვიზიტის დროს დადგინდა, რომ გამოძახება არ წარმოადგენს საგარანტიო შემთხვევას, ასეთი ვიზიტი განიხილება ფასიან გამოძახებად (ვიზიტის ფასი 50 ლარი). იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი უარს იტყვის ფასიანი გამოძახების ანაზღაურებაზე სპეციალისტი აღნიშნულის შესახებ შეადგენს აქტს, რის შედეგადაც დავალიანების დაფარვამდე შეჩერდება საგარანტიო მომსახურება.
საგარანტიო ვალდებულებები ძალას კარგავენ:
· თუ გაუმართაობა გამოწვეულია ნაკეთობის ტექნიკურ ინსტრუქციაში მოცემული ექსპლუატაციის წესების დარღვევით.
· თუ გაუმართაობა გამოწვეულია არასწორი მონტაჟით.
· საგარანტიო ტალონის წარმოუდგენლობის ან არასწორად/არასრულად შევსებული ტალონის წარმოდგენის შემთხვევაში.
· თუ ნაკეთობისათვის დადგენილია პერიოდული ტექ. მომსახურება და არ მოხდა ტექ. მომსახურება შესაბამის ვადაში.
· სერვის-ცენტრთან შეუთანხმებლად ნაკეთობის თვითნებური დამონტაჟების შემთხვევაში .
· არაკომპეტენტური/არაუფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად (მათ შორის იმ სათადარიგო ნაწილების დაყენებით,
· რომელიც არ გამოიყენება მწარმოებლის მიერ) გამოწვეული გაუმართაობის შემთხვევაში.
· თუ გაუმართაობა გამოწვეულია წყლის, ელექტრო ან გაზის სისტემაში ძაბვის /წნევის არამდგრადობით ან/და ნორმებთან შეუსაბამობით.
· თუ ნაკეთობაზე არ იკითხება, შეცვლილია ან მოშორებულია საიდენტიფიკაციო კოდი (იმ პროდუქციაზე რომელსაც გააჩნია საიდენტიფიკაციო/საქარხნო ნომერი.
· თუ გაუმართაობა გამოწვეულია მექანიკური დაზიანებით, არასწორი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობებით.
· თუ დაზიანება გამოწვეულია ნაკეთობაში უცხო სხეულების ან სითხის შეღწევით, ასევე თუ საკვამურში ჩადის წვიმის წყალი;
· თუ გაუმართაობა გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ არ არის უზრუნველყოფილი ნაკეთობის კორპუსის დამიწება;
· თუ ნაკეთობას მიეწოდება ხისტი წყალი (ჭის ან არტეზიული წყლები) და არ არის დაყენებული წყლის დამარბილებელი სპეციალური დანადგარი.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მაღალი ძაბვისა და გაყინვის მიზეზით მწყობრიდან გამოსული ნაკეთობა საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.
გამოძახებაზე რეაგირება მოხდება იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური გათბობის ქვაბს მიეწოდება დენი, წყალი და ბუნებრივი აირი.
რა უნდა გაითვალისწინოთ
· თუ მოსალოდნელია ნაკეთობის რაიმე მიზეზით ხანგრძლივი დროით გამორთვა და ამ დროს არსებობს სათავსოს ტემპერატურის 0 გრადუს ცელსიუსზე დაბლა
· დაწევის საშიშროება, აუცილებელია დანადგარის გათბობისა და წყალმომარაგების კონტურებიდან წყლის დაცლა.
· ღია სივრცეში მონტაჟის შემთხვევაში ნაკეთობა დაცული უნდა იყოს წვიმისა და ქარის პირდაპირი ზემოქმედებისგან, ასევე აუცილებელია ნაკეთობისა და გარეთ
· მყოფი მილების საიზოლაციო მასალებით შეფუთვა, შესაძლო გაყინვის თავიდან ასაცილებლად.
· ნაკეთობის საკვამური ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ არ ხდებოდეს მასში წვიმის წყლის მოხვედრა.
· ნაკეთობა დამონტაჟებული უნდა იყოს მარტივად მისადგომ ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ადგილის
· გამოთავისუფლება ან დემონტაჟი, რომ შესაძლებელი გახდეს მომსახურების გაწევა.
· დენის უეცარი ცვალებადობის გამო, ნაკეთობის დაზიანებისაგან დასაცავად აუცილებელია დენის სტაბილიზატორის გამოყენება. იმ ელექტრო-დეტალების
· გადაწვა, რომლებსაც აქვთ მაღალი მგრძნობიარობა დენის ცვალებადობაზე ვერ ჩაითვლება საგარანტიო შემთხვევად.
· ცენტრალური გათბობის ქვაბის დამონტაჟებისას აუცილებელია წყლის შემსვლელ მილზე დაყენდეს ლითონის ბადიანი ფილტრი (უხეში ფილტრი) ;
· გაზის გამათბობლის შემთხვევაში მითითებული გარანტია ვრცელდება წვის კამერაზე, ხოლო დანარჩენ დეტალებზე გარანტიის ვადა შეადგენს 2 წელიწადს.
გარანტიის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში (გთხოვთ წინასწარ დააზუსტოთ გაყიდვის ადგილებში) საგარანტიო მომსახურებით არ იფარება სპეციალისტის ადგილზე მისვლის (ტრანსპორტირების) ხარჯი და მისი ღირებულება დაფარული უნდა იქნას მომხმარებლის მიერ.
გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
მომხმარებელმა გამოძახების გასაფორმებლად ან ინსტრუქციის მისაღებად უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე *3344, 0322453344. გამოძახების გაფორმებიდან სპეციალისტის ადგილზე მისვლა მოხდება არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა.
პროდუქციის მიწოდების პირობები:
1. მომხმარებელს მიეწოდება საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ მოვაჭრემ ვალდებულება მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა.
4. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
პროდუქციის ონლაინ შეძენის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები:
1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
ნაკლიანი ნივთის დაბრუნება
· მომხმარებელს გადაეცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
· თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
· საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
· საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
· საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
· მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.